დავითიანნის საზაფხულო ბანაკები!!!

 დავითიანნის საზაფხულო ბანაკების პარტნიორია მზიანი სახლი

საზაფხულო ბანაკების მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას დასვენებისა და გართობისათვის აუცილებელი ჯანსაღი გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალურ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით წარმოაჩინონ და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები.

თამარის ხიდი 

ჩვენს საზაფხულო ბანაკებში მონაწილეები:

  • მოინახულებენ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ პროგრამულ თამაშებსა და აქტივობებში, რომელიც დაეხმარებათ გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • საშუალება მიეცემათ აღმოაჩინონ და დახვეწონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მათ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • დაინახავენ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას;
  • შეისწავლიან ქართულ ცეკვას, სიმღერას და ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას;
  • შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ ხელსაქმეს;
  • მიეცემათ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება;
  • მიეცემათ საშუალება გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს

ბანაკს ეყოლება 2 ხელმძღვანელი (ლოჯისტიკური და პროგრამული). ყოველ 10-15 მონაწილეზე საჭიროა 1 ლიდერი. შესაბამისად, 40-ბავშვიან ბანაკს ესაჭიროება  3-4 ლიდერი. ამასთაავე ბანაკის პროგრამული ნაწილისათვის აუცილებელია 3 კაციანი მწვრთნელთა გუნდი, რომელიც შეიმუშავებს და ჩაატარებს ბანაკის პროგრამულ ნაწილებს. დამატებით, აუცილებელია ბანაკს ყავდეს ექიმი, მზარეული და მისი თანაშემწე, ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი.

მეთოდოლოგია: ბანაკის პროგრამა დაფუძნებულია  განათლების მრავალფეროვან მეთოდებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ახალგაზრდებთან მუშაობისას და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

პირველ ეტაპზე შეირჩევა ისეთი საქმიანობები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარება თითოეულ მონაწილეს  მინიმალური დისკომფორტით ინტეგრირდნენ საბანაკე ცხოვრებაში, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, უნარები, ინტერესები, მაგალითად გაცნობის სავარჯიშოები და თამაშები, სპორტული კონკურსები, ხელოვნების კონკურსები, დიდი თამაში, ინტელექტუალური ვიქტორინები.

მეორე ეტაპზე შეირჩევა ისეთი ღონისძიებები და საქმიანობის ისეთი ფორმები, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს კიდევ უფრო დაახლოვდნენ და გაამყარონ ურთიერთობები, მაგალითად, როლური თამაშები, საერთო საბანაკე ღონისძიებები, ტრენინგები.

მონაწილეებს შეეძლებათ შეისწავლონ როგორც სიმღერა, გალობა, ასევე გაიცნონ ძველი ქართული საბრძოლო  ხელოვნება  (ხრდოლი) ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნონ ადგილობრივ კულტურას , ექნებათ ადგილობრივ სასულიერო პირებთან შეხვედრები.



სათავგადასავლო, ინტელექტუალური, გასართობი.

კარვებში ცხოვრება

კოცონი


ბანაკის ნაკადები : ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

სულ რაღაც 24.90 ლარი დღეში

მომსახურებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • სამჯერადი კვება
  • კარვები
  • ინტერნეტი (შატილი)
  • მობილური (რკონი)
  • ლიდერები
  • მწვრთნელთა გუნდი
  • ექიმი
  • მზარეული

საბანაკე აღჭურვილობა:

  • საძილე ტომრები
  • პარალონი
  • პიკნიკის მაგიდები
  • სამზარეულო ინვეტარი
  • გენერატორი
  • რაციები
  • ფანარი

საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაცია შესაძლებელია რუსთაველის N:21. 4–ე სართული 13:00 სთ–დან 18:00 სთ –მდე 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
(32)2 998897.
(32) 2 144 177.
599 95 08 08.    თათა სადუნიშვილიtata_sadunishvili@yahoo.com

591 400 643  ნიკა ფანიაშვილი.

ც ხ რ ა   ს ი ც ო ც ხ ლ ე

კატას ცხრა სიცოცხლე ჰქონიაო – აღშფოთება ვერ დამალა ბიჭმა. ისეთ უბადრუკ არსებას, როგორიც კატა არისო,რად უნდაო ამდენი სიცოცხლე? განა სამართლიანი არ იქნებოდაო ასეთი შანსი ადამიანებს ჰქონოდათო, თანდიდ ადამინებს, წმინდნებს, გმირებს, გმირთაგმირებს… მთელი დღე ამაზე ფიქრობდა ბიჭი, მთელი დღე შფოთავდა, სიმშვიდე ვერაფრით მოიპოვა. გვიან დაწვა დასძინებლად, მაინც ვერ დაიძინა, ბორგავდა საწოლში, შემოქმედის უსამართლობით იყო გაბრაზებული:_ როგორ გაიმეტაო ცხრა სიცოცხლე კატისუბადრუკი ცხოვრებისთვისო. გამთენიისას ჩაეძინა. ემოციები სიზმარშიც გაჰყვა, აბდა-უბდა კოშმარებს ხედავდა. ბორგავდა ბიჭი. უცებ, ყველაფერი ჩაწყნარდა თითქოს, ბიჭი მშვიდ ადგილას მოხვდა, თითქოს დამშვიდდა თვითონაც. შეუცნობელი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. უცებ, კაშკაშა სინათლე გამოჩნდა, საიდანღაც. ბიჭს თვალები მოჭრა მისმა სიკაშკაშემ და ხელები აიფარა სახეზე. ჰოი საოცრება, სინათლემ ლაპარაკი დაიწყო:_ რად განრისხდიო ცხოვრების კანონზომიერებაზე, რად ამბობო ბრიყვულ საყვედურს? ბიჭი გონს მოეგო, მიხვდა თუ რაზე ესაუბრებოდა ხმა. ახლა ამ  ხმაზე განრისხდა, არგუმენტები მიაყარა, უბადრუკი კატა უფრო დაფასებულიაო, ვიდრე ადამიანები. ხმამ ჩაიცინა:_ უბრალო მოკვდავივით აზროვნებო, ბიჭო, მაგრამ პასუხი გექნებაო ყველა კითხვაზე. ამისათვის გებოძაო შენ ცხრა სოცოცხლე, როგროც კატას. მე კი ვიქნებიო შენი თანმდევი ხმა და მარად შეგახსენებო შენს ამჟამონდელ მისიას სიცოცხლის ფასის გასაგებად.

დაფეთებული წამოხტა ბიჭი საწოლიდან, ოფლში ცურვდა, მძიმედ სუნთქავდა. სახეზე მოისვა ხელი, უცებ მოეგო გონს, სიზმარი ყოფილაო ყველაფერი. ისევ დაწვა, ვერ დაიძინა, სიზმარზე ფიქრობდა ისევ:_ ნეტავ რაიყოო ეს? ლოგინში ვეღარ გაჩერდა, წამოდგა და ფეხაკრებით გავიდა სახლიდან. უკვე გათენებულიყო.საოცრად წყნარი იყო ზღვისპირა ქალაქი ამ სისხამ დილით. ტურისტებით სავსე ქალაქის ქუჩებში მხოლოდ მეეზოვეები იყვნენ, დიდი ცოცხებით ხელში. თვალი მოავლო გარეთ გამოსულმა ბიჭმა არე-მრეს:_ სად წვიდეო ნეტავ, ყველას ეძინებაო ჯერ. უცებ, ის ნაცნობი ხმა ჩაესმა ყურში:_ მზად ხარო ჭეშმარიტების ჩასაწვდომად?ციბრუტივით დატრიალდა გულგახეთქილი ბიჭი. ირგვლივ ეძებდა ონავარ მეგობარს, ამ ხუმრობისთვის კარგად რომ ეთავაზა. ირგვლივ ვერავინ დაინახა. განწირული ხმით იყვირა:_ ვინ ხარო? ეს მე ვარო, შენი თანმდევი წეშმარიტების ხმაო – ისევ ჩაესმა ბიჭს. ყურებზე ხელი დაიფარა და არა, არას ძახილით თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ავტომობილის ბორბლების წუილი გაისმა… რვა სიცოცხლე დარჩაო – თქვა ხმამ.

ბიჭმა თვალები გაახილა, თავზე წითელ მაისურიანი ქალი და კაცი ადგა, ცნობის მოყვარე თვალებსაც ბევრს ხედავდა ირგვლივ. კაცი მოვკალიო – თავში ხელს იშენდა ნაგვის მანქანის მძღოლი. თვალი გაახილაო -იკივლეს ცოცხიანმა ქალებმა. ნამდვილი სასწაულიაო ასეთი ავარია ტრამვების გარეშეო – გაკვირვებას ვერ მალავდა სასწრფო დახმარების ექიმი. თან სამ მეტრზე უსვრიაო დარტყმის ძალას – უმოწმებდა ასისტენტი. ბიჭს ვერფერი გაეგო, გაკვირვებულმა მიმოიხედა, წამოჯდა, შეეცადა რამე გაეხსენებია. მხოლოდ ერთი რამ გაახსენდა, თუ როგორ უთხრა ხმამ, რვა სიცოცხლე დაგრჩაო და დარტყმის ძალა. ნუთუ სიმართლეაო ესყველაფერი? – გაიფიქრა ბიჭმა, წამოდგომა დააპირა, ექიმმა მკლავზე მოკიდა ხელი:_ არ ადგეო, საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. ბიჭმა უხეშად მოიშორა ხელი:_ არ მჭირდებაო – გამოსცრა კბილებიდან,წამოდგა და წავიდა უკანმოუხედავად. წავიდა და გაიყოლა გაკვირვებული ადამიანების მზერა, რომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა.

ბიჭი მიდიოდა უმისამართოდ. ვერ იჯერებდა რაც მის თავს ხდებოდა. ხმას უხმობდა ისევ:_ გამარკვიეო რა ხდებაო! ხმა კი არსად ჩანდა, თითქოსდა გაქრა. ბიჭი კი მიდიოდა, უმისამართოდ. ხიდთან შეჩერდა.ყველაფრის შემოწმების სურვილმა გაიღვიძა მასში. ავიდა მოაჯირზე, გადაიხედა, ხიდის ქვეშ გამშრალი ხევი იყო. უზარმაზარი ლოდები ეყარა ხევში. თავს რეტი დაესხა სიმაღლისგან, ცისკენ აიხედა, ხელები გაშალა,თვალები დახუჭა და… მოსწყდა მოაჯირს. შვიდი სიცოცხლე დაგრჩაო – ჩაესმა ყურში.

ლოდებს შორის იწვა, როცა გაეღვიძა. გაკვირვებულმა მიმოიხედა:_ სად ვარო? მერე გაახსენდა  ხიდიდან ფრენა.ჩაიღიმა, გაიფიქრა უნიკალური ვარო. ხმას მადლობა მიუძღვნა საჩუქრისთვის, წამოდგა და პლიაჟისკენ გაეშურა. შუადღის ხვატი იდგა, როცა პლიაჟს მიაღწია. გზაში ესმოდა, როგორ არჩევდნენ დილინდელი უცნაური ავარიის დეტალებს მოცდილი ადამიანები. სიამაყე ემატებოდა ბიჭს, პირველად იგრძნო ეს გრძნობა მასში:_ ხომ ვმბობდიო, ცხრა სიცოცხლე მხოლოდ ადამიანს სჭირდებაო.. მეგობრის შეძახილმა გამოაფხიზლა ბიჭი. შებრუნდა. მისი მეგობრები დაინახა და მათკენ გაემართა. სად დაიკარგეო – უსაყვედურეს ბიჭებმა -გირეკავთ და არ გვპასუხობო, სახლში ვიყავით შენთან და არ დაგვხვდიო. მხოლოდ ახლა შეამჩნია ბიჭმა, რომ მობილური ტელეფონი თან არ ჰქონდა. შენი სახლის წინ უცნაური ავარია მომხდარაო დღეს – აუწყეს მეგობრებმა. არ დაუჯერეს, როცა თქვა მე ვიყავიო, არც უცნაური ხმის ამბავი დაუჯერეს, არც დღევანდელი თავგადასავლები. „დაბოლილი“ ხომ არ ხარო – ისიც კითხეს. ბიჭმა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ხიდთან წაიყვანა მეგობრები. გადახტომის წინ სთხოვა, არ შეგეშინდეთ და არ გაიქცეთო. ავიდა მოაჯირზე და ხმამ ექვსი სიცოცხლე დაგრჩაო.

მეგობრებს თვალები გაუფართოვდათ, როცა თავიანთი მეგობრის მოფარფატე სხეული დაინახეს ხიდიდან.ბიჭი მძიმედ დაეცა ლოდებს შორის. შეშინებულმა მეგობრებმა გაქცევა დააპირეს, უცებ შენიშნეს, რომ ბიჭი ლოდებს შორის წამოდგა და მათ ხელი დაუქნია. შოკირებული ბიჭები კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდნენ.

პლაჟისკენ გაეშურნენ ისევ მეგობრები. ბიჭს მხარზე ურტყავდნენ ხელს:_ იღბლიანი კაცი ხარო, ძმაო. ზღვის ტალღებს შეერივნენ ბიჭები, მხიარულ გუნებაზე იყვნენ. შეხედე ვინ მოდისო, ძმაო – ნაპირისკენ ანიშნა ერთ-ერთმა მეგობარმა. გაიხედა. უცებ იგრძნო, რომ სისხლი გაეყინა ძარღვებში, სუნთქვა შეეკრა, წამი საუკუნედ გაეყინა. ნაპირზე გოგო მოდიოდა თავის მეგობრებთან ერთად, ის გოგო, რომელმაც სული აუფორიაქა, მთელი ზაფხული თვალწინ ელანდებოდა. ზღვიდან ამოვიდა ბიჭი, გახევებული იდგა და უცქერდა გოგოს. მეგობარი ამოუდგა გვერდით:_ როდემდე უნდა მიშტერებოდეო ამ გოგოს შორიდან? მიდი გაეცანიო და უთხარიო რომ მოგწონსო. ბიჭს ჭკუაში დაუჯდა მეგობრის რჩევა, იფიქრა:_ დღეს ხომ იღბლიანი დღე მაქვსო და თავდაჯერებულად გაემართა გოგოსკენ. წინ გადაუდგა, ხელი გაუწოდა თავის სახელთან ერთად. გოგო დაიბნა, მეგობრებს გადახედა და მანაც ჩამოართვა ხელი. ბიჭს მხნეობა შეემატა:_ რაც ჩამოხვედი იმ დღიდან შეგამჩნიეო, სულ უკან დაგდევო, მომწონხარ და მიყვარხარო… კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ იგრძნო ძლიერი მუშტი კეფაში, წაბარბაცდა, უნდა დაცემულიყო, მაგრამ ვიღაცის ძლიერი ხელები მოეჭიდნენ მკლავებში და ფორთხვით გაათრიეს პლიაჟიდან. ბიჭის მეგობრები უცებ სადღაც გაქრნენ, ბიჭი კი მარტო დარჩა რამოდენიმე ჯანღონით სავსე მამაკაცთან ერთად პლიაჟის ახლოს მდგარი მშენებარე შენობის უკან. ერთი მიუახლოვდა ბიჭს, ხელი წაავლო კისერში:_ იმ გოგოს თავი დაანებე, ჩემიაო უთხრა და გავიდა, დანარჩენებს კი რაღაც ანიშნა. გონის დაკარგვამდე ურტყეს ბიჭს, მერე შეეშინდათ, მგონი მოკვდაო დაგაიქცნენ. ხმამ ბიჭს ხუთი სიცოცხლის დარჩენა აუწყა.

თვლები გაახილა ბიჭმა. უზარმაზარი ამწის ქვეშ იწვა. წამოდგომა დაეზარა, უყურებდა როგორ ჭრიალით მოძრაობდა ამწე. დიდხანს არ მოუწია მოცდამ. დაინახა ამწიდან მომწყდარი ნივთი როგორ წამოვიდა მისკენ. ხმამ კი აუწყა:_ ოთხი სიცოცხლე დაგრჩაო, ბიჭო. ჩხუბით მოუახლოვდა ორი მუშა ამწიდან ჩამოვარდნილ ლოდს. რამდენჯერ გითხარიო კარგად დააბიო ტვირთი – უყვიროდა ერთი მეორეს ან რამდენჯერ გითხარიო სამსახურში არ დალიოო. მერე ხმა ჩაუწყდათ, თვალები გაუფართოვდათ, გახევდნენ. ლოდის ქვემოდან ადამიანის ფეხები ჩანდა… უცებ შეგროვდნენ მუშები, ასწიეს ლოდი და საოცრება… ლოდის ქვეშ მოყოლილი კაცი წამოხტა და გაიქცა. გაოცებულებმა კარგახანს ხმა ვერ ამოიღეს. მშენებლობის ადგილს როგორც კი გასცდა ბიჭი შეჩერდა, ტანსაცმელი დაიფერთხა, დაფიქრდა, საით წავიდოდა პარკისკენ აიღო გეზი. უკვე ნაშუადღევი იყო, მზე მწარედ აჭერდა სხივებს. სავსე იყო პარკი მზეს მორიდებული ადამიანებით. შადრევნებთან ჭყუმპალაობდნენ ბავშვები. თავისუფალი სკამის ძებნაში რიგს ჩაუყვა ბიჭი. უცებ გოგო დაინახა, თავის მეგობრებთან ერთად. მივიდა და მიესალმა. გაკვირვებულმა შეხედა გოგომ, გასეირნებაზე დათანხმდა. თავი როგორ დააღწიეო ჩემს თაყვანისმცემელს, ერთი სილურჯე რომ არგეტყობაო ისე? – გაკვირვება ვერ დამალა მან. შეშინებულები გარბოდნენო – ღიმილით უხსნიდა ბიჭი. ეშმაკის ბორბალზე გადაწყვიტეს დაჯდომა. ცას უახლოვდებოდნენ ნელ-ნელა. ბინდდებოდა. ზღვაში ეშვებოდა მზე.ბიჭს მოუნდა თავისი სიყვარულის დამტკიცება გოგოსთვის. ენად გაიკრიფა. გოგოს ეღმებოდა:_ ასეთები ხართო კაცები. გინდაო შენი გულისთვის აქიდან გადავხტეო? – შესთავაზა ბიჭმა. სიცილით დასტური მიიღო, წამოდგა და არც დაფიქრებულა ისე გადაეშვა ეშმაკის ბორბლის უმაღლესი წერტილიდან. სამი სიცოცხლე დაგრჩაო – აუწყა ხმამ.

ზღვა ხალხი შეიკრიბა წამში ეშმაკის ბორბლის ირგვლივ:_ ვიღაც ბიჭი გადმომხტარაო ეშმაკის ბორბლიდან.ვერავინ ბედავდა ქვაფენილზე გართხმულ „გვამთან“ მიახლოებას. არც დასჭირვებიათ, ბიჭი თავისით წამოდგა, შარვალი დაიფერთხა და კარუსელისკენ გაემართა გოგოს დასახვედრად. გაფითრებული გადმოვიდა კაბინიდან, თვალებს არ დაუჯერა, როცა საღსალამათი დაინახა ბიჭი. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ სახეზე სილა გააწნა, შეშინებისთვის უშვერი სიტყვებით გამოლანძღა და ატირებული გაიქცა. ახალგაზრდები აღტაცებული უცქერდნენ ბიჭს, მოხუცები ბუზღუნებდნენ და ექსტრემისტების ქალაქიდან გაგდებაზე მსჯელობდნენ. იმასაც კი ამბობდნენ, ამ დილით დაუნახავთო, ვიღაც გიჟი ტურისტი ხიდიდან ხტებოდაო. უკვე ბნელოდა, როცა ბიჭმა პარკის ყველაზე ხმაურიან ადგილს მიაღწია. აქ უამრავი გასართობი იდგა და უამრავ რამეში იმართებოდა შეჯიბრი ბიჭი ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა გრძელ რიგს. ერთ- ერთ დახლთან გოგო შენიშნა თავის თაყვანისმცემელთან და მეგობრებთან ერთად. შეჯიბრი იმართებოდა, თუ ვინ გაძლებდა უფრო მეტ ხანს წყლის ქვეშ. ბიჭიც ჩაეწერა. გაკვირვებულმა შეხედა გულშემატკივარმა, გოგომ კი თვალი მოარიდა. გაისმა სასტვენის ხმა, ბიჭმა ჩაყვინთა, უნდა რომ გაიმარჯვოს, თავი მოაწონოს ყველას, განსაკუთრებით გოგოს. გრძნობს რომ სული ეხუთება, ჰაერი სჭირდება, თვალებზე ბინდი გადაეკრა და ყურში ნაცნობი ხმაჩაესმა:_ ორი სიცოცხლე დაგრჩაო მხოლოდ.

გონს ისევ წყალქვეშ მოეგო, ზევით ამოვიდა. მხიარული ყიჟინა გაისმა, მსაჯი თვალებს არ უჯერებდა:_თუთხმეტი წუთი გაძლოო წყალქვეშ. გულზე მედალი ჩამოკიდეს, ურჩიეს გინესის რეკორდების კომისიისთვის მიერმათა, ხელში, პრიზად დაწესებული, უზარმაზარი ფუმფულა დათუნია დააკავეს. ბიჭმა, არც აცია არც აცხელა, საჩუქარი გოგოს დააკავა ხელში და ლოყაზეც აკოცა. განრისხებულმა თაყვანისმცემელმა ხელი დახლს დაარტყა და წავიდა. გოგო და ბიჭი ნელი ნაბიჯებით მოდიან პარკში. საუბრობენ, არსად ეჩქარებათ, იცინიან. ჩამოჯდნენ, ბნელ კუთხეში, მყუდროდ. გვრიტებს დამიხედეთო _ თავზე დაადგათ თაყვანისმცემელი:_ ხომ გითხარიო, ეს გოგო ჩემიაო. ბიჭი წამოდგა. უცებ ტკივილი იგრძნო მუცელში. თაყვანისმცემელმა გოგოს ხელი ჩაკიდა:_ წავიდეთ, აქ მალე ძაღლებით გაივსებაო და ხმის ამოღება არ აცალა ისე წაიყვანა. ხმამ კი საბედისწერო ცნობა აუწყა:_ ერთი სიცოცხლე დაგრჩაო, ერთადერთი.

მუცლიდან ამოღებული დანა შორს მოისროლა ბიჭმა. აღარავის დანახვა აღარ უნდოდა, ჩქარი ნაბიჯებით გასცილდა ხალხმრავალ ადგილებს. დაცარიელებულ პლაჟზე გავიდა, ჩამოჯდა. ლამაზად ირეკლებოდა მთვარის შუქი ზღვაში. რა ლამაზიაო – გაიფიქრა. ზურგზე გაწვა ქვიშაზე, ვარსკვლავებიან ცას ახედა. მთელმა დღემ თვალწინ ჩაუარა:_ რა უაზრო იყოო ეს ყველაფერი? აბა, რას იტყვიო, ბიჭო? – ჩაესმა ნაცნობი ხმა – რასიტყვიო შენს განვლილ რვა სიცოცხლეზე? კარგს ვერაფერსო _ მიუგო ბიჭმა _ უაზრო იყოო ეს ყველაფერი, ერთი დიდი უაზრობაო. მერე ხმა ჩაესმა, ოღონდ სულ სხვა, განწირული ხმა. ვიღაც შველას ითხოვდა ზღვის ტალღებიდან. ბიჭმა ყურები ცქვიტა, ფეხზე წამოხტა და ზღვისკენ დაიწყო ყურება, რომელი ხარო, დაუძახა ბიჭმა, ტანზე გაიხდა და გადაეშვა ზღვაში. შენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე დაგრჩაო და შეიძლება მოკვდეო _შეახსენა ხმამ. ახლა მივხვდიო ყველაფერს_ იყვირა ბიჭმა_ ახლა მივხვდიო სიცოცხლის ფასს. მე დღეს და ვერ დავაფასეო, უაზროდ დავხარჯეო, მაშინ როცა მისი სიკეთისთვის გამოყენება შემეძლოო, მაგრამ სანამ სიკვდილს არ ჩახედავ თვალებში, სიცოცხლეს ვერ აფასებო. მე შეიძლება ახლა მოვკვდეო, მაგრამ ეს არ იქნებაო სიკვდილი უაზროდ, როგორც წინა რვა შემთხვევა, არამედ სიკვდილი სიცოცხლის გადასარჩენადო. ჩემი სიკვდილი კი არ იქნებაო სიკვდილი დასასრულად, არამედ გარდაცალება სხვის გადასარჩენად და ჩენი ცხოვრების მარად სამყოფადო _ თქვა ბიჭმა და მიყვა ხმას, რომელიც ზღვიდან ისმოდა. გვიან ღამით პლაჟზე მოსეირნე წყვილმა ვიღაც შეამჩნია თავთხელში. გამოათრიეს წყლიდან ახალგაზრდა ბიჭი და შვიდი რვა წლის გოგონა. თურმე, გოგონა პლაჟთან მდებარე სასტუმროში მცხოვრები ტურისტი ყოფილა, დედას გამოპარვია, ჟილეტი ჩაუცვამს და ახალნასწავლი ცურვის შესამოწმებლად ზღვაში შესულა, წყალს წაუღია და ვერ დაბრუნებულა. ყვირილზე საშველად ბიჭი მისულა, დიდხანს უცურია, გოგონა კი გადაურჩენია, მაგრამ პირდაპირ თავთხელზე გული გასკდომია. გოგონას წყალი ქონია ნაყლაპი. სასწრაფოს ექიმმა იცნო. ამ დილით იმ უცნაური ავარიის გმირი იყოო. მართლაც რომ გმირი ყოფილაო _ უდასტურებდა ასისტენტი.

პლაჟზე მემორიალური დაფა დადგეს:_ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ბიჭმა ესა და ეს გოგონა იხსნა სიკვდილისგანო. დაფაზე წარწერა იყო:_ „ გმირებს ცხრა სიცოცხლე არ სჭირდებათ, გმირებს ერთი სიცოცხლე აქვთ, მარადიული სიცოცხლე.“
                                                                                                                                     თამთა ლაშხია


ისინი საკმაოდ ბევრს გვესაუბრნენ სიცოცხლის შესახებ, დაწერეს ნაწარმოებები სადაც ცდილობდნენ აეხსნათ თუ რა არის სიცოცხლის არსი. დიახ, ახლა მე ლიტერატურული მარათონის შესახებ ვსაუბრობ, რომელიც დავითიანნის ინიციატივით 2011 წელს  ჩატარდა. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცია დავითიანნმა გამართა ლიტერატურული მარათონი, რომელშიც 110-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ საკონკურსო თემები უნდა დაეწერათ შემდეგი თემატიკით:თავისუფლება ან ადამიანის სიცოცხლის ფასი. გამოვლინდა როგორც პირველი,მეორე და მესამე ადგილოსანი,ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თემები.  სტუდენტები შეეცადნენ მთელი თავიაანთი ნააზრევი მოეტანათ ჩვენამდე და საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ მისიას.


რაც შეეხება უშუალოდ ლიტერატურულ მარათონს,მისი ჩატარების იდეა დავითიანნის კრეატივ ჯგუფში გაჩნდა და მათი წევრების თაოსნობით განხორციელდა. იგი სტუდენტებს შორის პირველად ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება. ლიტერატურული მარათონის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, წინ მეტად რთული საქმე გველოდა – ნაშრომების შემოწმება და შეფასება. ეს საქმე კომპეტენტურმა ჟიურიმ ითავა, ჟურის წევრები იყვნენ:ერეკლე საღლიანი, დავით შემოქმედი,ზაალ ბოტკოველი,ბაღათერ არაბული,ზეინაბ მეტრეველი. გამოვლინდა როგორც პირველი, მეორე და მესამე აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ნაშრომები. გადავიდეთ ლიტერატურული მარათონის დასკვნით, კულმინაციურ ეტაპზე – დაჯილდოვებაზე. ამისთვის შევარჩიეთ სამების საკათედრო ტაძრის გალავნის აივანი, საღამოს 6 საათი. ღონისძიების ღია ცის ქვეშ ჩატარება დიდი რისკი იყო, მით უფრო რომ წვიმას ველოდით,მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მეტიც, ცოტათი გადააჭარბა კიდეც.   დაჯილდოვების ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გიორგი კენჭუაშვიმა, საღამოს უძღვებოდნენ  თამთა კაჭახიძე და ნიკოლოზ ფანიაშვილი.

საღამოს ესწრებოდა ჟიური და მოწვეული სტუმრები. გამარჯვებულის გამოვლენამდე სიტყვით გამოვიდნენ ჟიურის წევრები და დავითიანნის კორდინატორი ბატონი გიორგი მიქანაძე, მან  მიმართა ახალგაზრდებს და მოუწონა დავითიანნთან თანამშროლობა და მის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობა. ყველა მოუთმენლად ელოდა გამარჯვებულის ვინაობის დადგენას, ჩვენც  უშალოდ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადავედით, რაც შეეხება უშუალოდ ნომინანტებს და გარმარჯვებულებს:

პირველი ადგილი _ თამთა ლაშხია

მეორე ადგილი _ ელენე მარგარიტაშილი

მესამე ადგილი _ ეთო ივანელაშვილი

1 ადგილოსანმა ჯილდოდ მიიღო 3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში, მას საშუალება ექნება მოინახულოს საქართველოს ძირძველი მხარე, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მოინახულებენ ფშავ-ხევსურეთს.  აგრეთვე მათ გადაეცათ უშუალოდ პარტიარქის მიერ გამოგზავნილი წიგნები.  ხოლო დავითიანნთან არსებული ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა ირინე ბოყოველმა ისევე როგორც მათ,აგრეთვე ნომინაციებში დასახელებულებს გადასცა მოსაწვევი ლიტერატურულ საღამოზე, რომელიც აგრეთვე დავითიანის ორგანიზებით ხორციელდება.
ნაწყვეტები გამარჯვებული ნაშრომებიდან სტუმრებს წაუკითხეს ლიტერატურული კლუბის წევრებმა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა  ქალბატონმა მანანა ბეგიაშვილმა და გაუზიარა საკუთარი შეხედულებები ნამუშევრების შესახებ. აღნიშნა,რომ  სწორი დამუშავების შემთხვევაში მონაწილეებში არის პოტენციალი იმისა რომ სამომავლოდ ისინი კარგი მწერლები გახდნენ.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში:

1. ყველაზე მხატვრული ნამუშევარი –  ნინო ოთარაშვილი.
2. ყველაზე რეალისტური  – თამთა კაჭახიძე.
3. ყველაზე ფილსოფიურითინათინ ასათიანი.
4.იდეალური სამყაროთამთა ბახსოლიანი
5. ყველაზე ლაკონურითამუნა მამადაშვილი.
6. სამაგალითო სიკეთენინო გოგობერიშვილი.
7. ყველაზე მეგობრულისალომე კვარაცხელია.
8. სამაგალითო დიდსულოვნებათინათინ ბედიანაშვილი.
9. თავისუფლების ცისფერი მთებიანა ხვედელიძე.
10. ორატორული - ნინო გიგაური.
11. თავისუფალი სულიცოტნე კალანდია.
12. ყველაზე ორიგინალური სცენარიგიორგი ნუსხელაძე.

და ამ ყველაფრის დასასრულს არ შემიძლია არ ავღნიშნო მონაწილეების გონიერებასა და წერის კულტურის შესახებ. თითოეული მათგანის თემა განსაკუთრებული აზრის მაატრებელი გახლდათ. სიცოცხლის ფასის ძიებაში მათ ძალიან ლამაზი ფრაზები შექმნეს: “სიყვარულია სიცოცხლის ფასი… ცხოვრებისგან დანაოჭებული ხელებია სიცოცხლის ფასი…ოცნებაა…ღიმილია სიცოცხლე…უფალია სიცოცხლე…”ან კიდევ“ის რომ ადამიანის სიკვდილი უფალთან მიახლოებაა და არა სასჯელი…”

მერე?

“შენ მეუბნებოდი, ცრემლები იმდენად წმინდაა, ყველას არ აქვს უფლება იტიროსო…”

“მერეე? მერე აღარაფერი მახსოვს..”

და მაინც ჩვენი მონაწილე სხვაგრავად დაასრულებდა, მე კი უბრალოდ მადლობელი ვარ ამ ყოველივეს ბოლომდე ჩაკითხვისთვის.

                                                                                                              ავტორი: თამთა კაჭახიძე

დვალეთი, საქართველოს ისტორიული პროვინცია. XVIII ს-დან მისი აღმოსავლეთი (უმეტესი)ნაწილი (გარდა მამისდონის ხეობისა) შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფოში, ხოლო შემდგომ – ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში (1859 წლამდე). დასავლეთი ნაწილი (მამისონის ხეობა) შედგიოდა რაჭის საერისთავოთა მმართველობაში (შემდგომ – ქუთაისის გუბერნიის ონის მაზრაში). 1859 წლიდან დვალეთი (ნარა-მამისონის ქვაბული) ადმინისტრაციულად ჩამოშორდა საქართველოს. ამჟამად ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას (ჩრდილო ოსეთი რესპუბლიკა, ალაგირის რაიონი). ეს მნიშვნელოვანი მხარე იყო და კეტავდა ოსეთიდან საქართველოსკენ მომავალ გზას.

საქართველოში  სადაც ჩრდილო კავკასიიდან ოსთა გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან.ამ რეგიონთან მიმართებაში ტერმინი “ოსეთი” არაოფიციალურად ხმარებაში შემოდის XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან. „ოსეთი“, როგორც სახელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა, პირველად 1842-43 წლებში გაჩნდა, მაშინ როდესაც თბილისის გუბერნიაში შეიქმნა „ოსეთის ოკრუგი“, რომელმაც მოიცვა ნარის (ისტორიული. დვალეთი), ჯავისა და ლიახვის თემები. 1858 წელს ოკრუგი კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინკის განკარგულებით გაუქმდა, დვალეთი (ნარის უბანი) კი თერგის ოლქს გადაეცა. უშუალოდ ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“, უკვე 1860 წლიდან ფიქსირდება რუსეთის იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებში.

დვალეთი არის დახლოებით 600კვ.კმ. ფართობის ტერიტორია. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით” საგანგებოდ შეჩერდა დვალეთზე. იგი წერდა: ,,დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული… ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მონაპირე მხარე იყო.

ძველთაგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ სამზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცა. როდესაც აქ მოხდა დავლეთიდან ხალხის ბარში ჩამოსვლა და ამ ადგილის მომთაბრე ტომებისაგან დაკავება.

„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

ბიოგრაფიული ნაწილი:

1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.
დავითი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს როგორ წამოადგა. თუმცა წიგნი სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მომხდური და მოძალადე დაემარცხებინა. ალბათ, წიგნიერების განუზომელმა სიყვარულმაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მის მიერ იყალთოს, გელათის, გრემის აკადემიების დაარსება, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, მუსიკა, ასტრონომია. ამ მონასტრებში სამოღვაწეოდ მან საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა ქართველი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრებს.
საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჯუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული.
დავითმა უამრავი რეფორმა გაატარა, როგორც სახელისუფლებო, ასევე საეკლესიო, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიციური, სასამართლო და კულტურული.

გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი)

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
დავით IV აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის  24 იანვარს.წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“.


დავითობის დღესასწაულს საქართელოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” განსაკუთრებული მნიშვნელობით აღნიშნავს. ხვალ, სამშაბათს, 8 თებერვალს, დავითიანნს საქმიანობის დაწყებიდან 4 წელი უსრულდება. ხვალვე, ამ დღესთან დაკავშირებით, დილის 9 საათზე დავითიანნელები დიდგორის ველს მოილოცავენ და ამით სიმბოლურად პატივს მიაგებენ დავით აღმაშენებლის სახელს და ყველა ქართველ მებრძოლს. დიდგორის ველზე გადაიხდება პარაკლისსი და შესრულდება ლოცვა, მოგეხსენებათ დიდგორის ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო დავითის მეფობის და საქართველოს ისტორიაში. ხოლო საღამოს 18:30 წუთზე, რუსთაველის #21-დან (დავითიანნის ოფისი) მოეწყობა მსვლელობა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრამდე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო) სადაც ახალგაზრდები ერთად გადაიხდიან პარაკლისს. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მხნეობას და სიძილიერეს, ბრძოლისუნარიანობას, გონების გამჭრიახობას, დიდ ნებისყოფას და დიდ სიყვარულს გისურვებთ ცხოვრებაში!!!


წმიდა სალომე უჯარმელი
, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწე იყო. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ – წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა და მუდამ იწვრთნებოდა წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახ. სტ. 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.


გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი) -გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლისკადეტთა კორპუსის დამაარსებელი.

დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთიაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის ორდენით, მიენიჭა გენერალმაიორის წოდება.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი.

 

გენერალი კვინიტაძე ძალღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი თუმცა სამწუხაროდ, მის ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა საქართველო. მას გაჰყვნენ გადარჩენილი იუნკრებიც.  გენერალმა უპატრონა, უშუამდგომლა პოლონეთის მეთაურთან, იოზეფ პილსუდსკისთან, რომელმაც იუნკერთა დიდი ნაწილი თავისი ქვეყნის არმიაში გაიწვია. გენერალ კვინიტაძის აღზრდილი მხედრები, რომელთაგან ზოგმა გენერლობას მიაღწია, ხშირად უგზავნიდნენ მას წერილებს.

“სადაც არ უნდა ვიყო, არ შემიძლია დავივიწყო ისეთი სამაგალითო მთავარსარდალი, რომელმაც ისეთ პირობებში (მომაგონდა გვარდიები) მტერს ხანგრძლივად ეომა, მთავრობა და ბევრი სხვა ვინმე ტყვეობიდან გადაარჩინა. მაგრამ საზღვარგარეთ სწორეთ მთავრობამ ის გმირი მთავარსარდალი დაივიწყა. მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როგორც თქვენს მიერ დაარსებული სამხედრო სკოლის იუნკერი (ვიყავი და მუდამ დავრჩები)».ერთერთი უცნობი იუნკერის წერილი გენერლის არქივებიდან.”

გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, საქართველოს ერთგული შვილი, გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. მას, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა ЫМЦА-ПРЕСС-მა გამოაქვეყნა გ. კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე (МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921).

ქართველი ერი ვალდებულია მუდამ გაიხსენონს და დააფასოს ეს ადამიანი რომელმაც მართლაც რომ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს ისტორიაში.

“არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდენენ და არ კვდებოდა” – გიორგი კვინიტაძე..(გენერალი გიორგი კვინიტაძე)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.